დაპირისპირება რუსთავში

ქართული ოცნების და ნაციონალების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

IPN

რუსთავში ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება იმ დროს მოხდა , როდესაც ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს ბრიფინგი უნდა გაემართა და შეჩერებულ პროექტებზე ესაუბრა.

მანამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ოფისთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

კომენტარები