ფოკუსი

მუქარა რუსეთისგან / ვირუსული მენინგიტი

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა შინაარსი, რომლის საფუძველზეც თბილისის პირდაპირი წესით არჩეულ მერს გიგი უგულავას სასამართლომ დეკემბერში უფლებამოსილება შეუჩერა. სასამართლოს გადაწყვეტილებასა და გიგი უგულავას გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ მის ადვოკატს ბექა ბასილაიას ვესაუბრებით.

გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ რუსეთის გაფრთხილებაზე ვისაუბრებთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა თქვა, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით.
საქართველოს პრემიერი თვლის, რომ ხელმოწერამდე რუსეთისგან გართულებებს არ უნდა ველოდოთ. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგის, კარასინის განცხადება მოიშველია და რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს ასოცირების ხელშეკრულების სფეროში.
მაშინ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება, ამ დროს საქართველოში სადავო ის საკითხი გახდა - თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს.
ამ თემებზე ჩვენი სტუმრები იქნებიან კახა გოგოლაშვილი, თორნიკე შარაშენიძე და ვახუშტი მენაბდე.

გადაცემის ბოლო ნაწილში კი ვირუსულ მენინგიტზე ვისაუბრებთ, რომლის შემთხვევებიც 190-მდე გაიზარდა. არის თუ არა ეს მონაცემები საგანგაშო? როგორ უნდა ამოიცნონ ის საწყის ეტაპზე? როგორ გადადის დაავადება, ვინ არის რისკ ჯგუფში და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან? - ამის შესახებ ვისაბრებთ პაატა იმნაძესთან - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელთან და მაია ჩხაიძესთან - ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელთან

კომენტარები