ფოკუსი

საგარეო გამოწვევები/ მედიკამენტების ფასი

 ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2012 წელთან შედარებით, ფასები გაზრდილია ისეთ საბაზო წამლებზე, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე აქტიურად მოიხმარს. საპარლამენტო უმცირესობაში ამას ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით კი, ბაზარზე მედიკამენტების მნიშვნელოვანი გაძვირება არ მომხდარა, ფასების მონიტორინგს კი თავისი მკაცრი წესები აქვს.
ჩვენი სტუმრები იქნებიან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები : ზურაბ ჭიაბერაშვილი და ანდრია ურუშაძე, ასევე მიხეილ კუკავა საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოდან .
ქვეყნის საგარეო გამოწვევებთან და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე იყო.

კომენტარები