ლუის ენრიკე ბარსელონას ახალი მწვრთნელი გახდა. ის ხერარდო მარტინოს ადგილს დაიკავებს.
44 წლის ლუის ენრიკე 1996-2004 წლებში ბარსელონას ფეხბურთელი იყო. მან 300 თამაშში 109 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, თასების მფლობელთა თასი, სუპერთასი და ორჯერ ესპანეთის თასი მოიგო. ის 2002-04 წლებში ბარსელონას კაპიტანი იყო.
ლუის ენრიკე აქამდე სელტას წვრთნიდა. სამწვრთნელო კარიერა კი ბარსელონა ბ-ში დაიწყო.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



