ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

პრეზიდენტმა და ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო საკითხები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა და მასთან არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.

"საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით მეც და ყველა, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის, არის ამაყი და ეს საკითხები უაღრესად გვიადვილებს ურთიერთობას ჩვენს საგარეო პარტნიორებთან. ამასთან ერთად, ქვეყნის შიგნითაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების შედეგები, რადგან, საზოგადოებამ დაიჯერა, რომ ხელისუფლების ლეგიტიმურად შეცვლა შესაძლებელია. ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი არის ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაცია. შემდეგ ჩვენ მიმოვიხილეთ არსებული ვითარება. ბუნებრივია, ჩვენი სურვილი და ამბიციაა,  ადგილობრივი არჩევნები არაფრის დიდებით არ ჩამოუვარდებოდეს საპრეზიდენტოს სტანდარტს, არამედ იყოს ბევრად უფრო მაღალი სტანდარტის", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები