ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

გაბაშვილი: 1 წელია, რაც ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია

news.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. დეპუტატ გოკა გაბაშვილის თქმით, ენმ პოლიტიკურ ბრძოლაში ვანო მერაბიშვილის თავისუფლებასაც მოიპოვებს. 

"დღეს 21 მაისია და გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ უკვე 1 წელია, რაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. ზუსტად 1 წლის წინ დააპატიმრეს იგი და ამ დაპატიმრების მიზეზები ყველასთვის ცნობილია - ეს არის მიმართული აქცია ოპოზიციის წინააღმდეგ, მის დასასუსტებლად და გასანადგურებლად, რაც იყო და არის ივანიშვილისა და მისი მმართველობის დეკლარირებული მიზანი. სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს გენერალურ მდივანს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვების კვალდაკვალ არა მხოლოდ საქართველოს ავამუშავებთ, არამედ მოვიპოვებთ ჩვენი მეგობრების, მათ შორის, პირველ ყოვლისა, ვანო მერაბიშვილის თავისუფლებას", - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები