საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი მომავალ კვირაში ფარულ მოსმენებზე კანონპროექტს კენჭს უყრის

მომავალ კვირას პარლამენტი პლენარულ სხდომას გამართავს, რომელიც მხოლოდ კენჭისყრებს მიეძღვნება. დეპუტატები კანონპროექტების განხილვას არ აპირებენ. სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მომდევნო კვირას პარლამენტი პირველი მოსმენით მიიღებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს. ასევე კენჭს უყრის საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც გარკვეული სოციალური ჯგუფების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეიკრიბნენ.

ამ სხდომის შემდეგ, დეპუტატები არჩევნებამდე პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობას შეაჩერებენ.

ცნობისთვის, 16 მაისის პლენარული სხდომა ისე დამთავრდა, რომ დეპუტატებმა განხილულ საკითხებს კენჭი ვერ უყარეს. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა იყო.

კომენტარები