ფოკუსი

17 მაისი / არშემდგარი კვორუმი მოსმენების კანონზე

17 მაისის მასშტაბური ძალადობიდან 1 წელი სრულდება - როგორი იყო სახელმწიფოს რეაგირება, რა დასკვნები გამოიტანა საზოგადოებამ და რას უნდა ველოდოთ ხვალ. სტუმრად:
გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს დემოკრატული ინიციატივა
დავით შუბლაძე - ლგბტ საქართველო
ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო განვითარების სააგენტო
დღეს პარლამენტი მოსმენების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს, კანონპროექტის ახლანდელი ვარიანტის მიხედვით, სატელეკომუნიკაციო მონაცემებზე პირდაპირი წვდომა სამართალდამცავების განკარგულებაში დარჩება მანამდე, სანამ შესაბამისი კომისია სხვა გამოსავალს მოძებნის - რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში და ვინ გააკონტროლებს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებებს - ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვერთვება კანონპროექტის ინიციატორი, შალვა შავგულიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან

კომენტარები