ცესკო-მ მერობის, გამგებლობის და მაჟორიტარ კანდიდატთა, ასევე პარტიული სიების განაცხადების მიღება დაასრულა.ამ დროისთვის ცესკო-ში უკვე თბილისის მერობის 10 კანდიდატია რეგისტრირებული, ოთხი კანდიდატი კი რეგისტრაციის მოლოდინშია.
მერობის რეგისტრირებული კანდიდატები არიან:
მიხეილ (გელა) სალუაშვილი (უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე);
გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო);
ასმათ ტყაბლაძე (შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია);
გიორგი გაჩეჩილაძე (გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია);
როინ ლიპარტელიანი (საქართველოს მშრომელთა საბჭო);
დიმიტრი ლორთქიფანიძე (ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია);
ირაკლი ღლონტი (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები);
კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე);
დავით ნარმანია (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“);
გიორგი ლილუაშვილი (მერაბ კოსტავას საზოგადოება).
საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კიდევ ოთხი კანდიდატის რეგისტრაციის პროცედურა დასრულებული არ არის. ესენი არიან: ირმა ინაშვილი (დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი); თეიმურაზ მურვანიძე (სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა); სერგო ჯავახიძე (თვითმმართველობა ხალხს); ნიკანორ მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა).
თბილისის საკრებულოს წევრის მანდატების მისაღებად თვითმმართველობის არჩევნებში დადგენილ ვადებში პარტიული სიები შემდეგმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა წარადგინეს:
№1 – საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”
№2 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
№3 – „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია”
№5 – საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
№6 – „გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია”
№7 – „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე”
№8 – „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”
№9 – საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს”
№11 – „ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები”
№12 – „ჩვენი საქართველო”
№13 – „მომავალი საქართველო”
№16 – „ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები)”
№17 – „ერთიანობის დარბაზი”
№18 – „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა”
№20 – „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
№26 – „სახალხო პარტია”
№30 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება”
№36 – „საქართველოს მშრომელთა საბჭო”
№41 – საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება”





