მსოფლიოს ჩემპიონატი 2014

მუნდიალისთვის არგენტინის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეჰანდრო საბეიამ, მუნდიალისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სია ტრადიციულად, შეტევით ხაზში ბევრად შთამბეჭდავია ვიდრე დაცვითში, მაგრამ მთლიანობაში დიდი სიურპრიზები არ ჩანს.

ამის მიუედავად, გუნდში არ არის მაგალითად ესტებან კამბიასო, რამაც გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილში გაკვირვება გამოიწვია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერნანდო გაგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. საბეიამ არ დაასახელა ასევე ფაბრიციო კოლოჩინი და კარლოს ტევესი. ამ უკანასკნელის გვარი ბოლო დღეებში არგენტინელების მიერ ტვიტერში ყველაზე ხშირად მოიხსენიებოდა, რადგან ფანების აზრით იუვენტუსის ნახევარმცველი ნაკრებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

გთავაზობთ ალეჰანდრო საბეიას გამოქვეყნებულ შემადგენლობას:

მეკარეები: სერხიო რომერო (მონაკო), მარიანო ანდუჰარი (კატანია), აგუსტინ ორიონი (ბოკა ხუნიორსი).

მცველები: ესეკიელ გარაი (ბენფიკა), ფედერიკო ფერნანდესი (ნაპოლი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), მარკო როხო (სპორტინგი), ხოსე მარია ბასანტა (მონტერეი), უგო კამპანიარო (ინტერი), ნიკოლას ოტამენდი (ატლეტიკო მინეირო), მარტინ დემიჩელისი (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ მერკადო (რივერ პლეიტი), ლისანდრო ლოპესი (ხეტაფე).

ნახევარმცველები: ფერნანდო გაგო (ბოკა ხუნიორსი), ლუკას ბიგლია (ლაციო), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ევერ ბანეგა (ნიუელ ოლდ ბოისი), ანხელ დი მარია (რეალი), მაქსი როდრიგესი (ნიუელ ოლდ ბოისი), რიკარდო ალვარესი (ინტერი), პაბლო პერესი (მალაგა), აუგუსტო ფერნანდესი (სელტა), ხოსე სოსა (ატლეტიკო), ფაბიან რინაუდო (კატანია).

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ლიონელ მესი (ბარსელონა), გონსალო იგუაინი (ნაპოლი), ესეკიელ ლავეცი (პსჟ), როდრიგო პალასიო (ინტერი), ფრანკო დი სანტო (ვერდერი).

კომენტარები