მსოფლიოს ჩემპიონატი 2014

ჰოჯსონმა მუნდიალისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

როს ბარკლი

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ფეხბურთელების უმრავლესობას ნაკრების ფორმა არაერთხელ მოურგია, თუმცა აქვე არიან ახალგაზრდები - ლიუკ შოუ, რაჰიმ სტერლინგი და როს ბარკლი, რომლებმაც თავი 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშით გამოიჩინეს.

მოსამზადებელ პერიოდში, ინგლისის ნაკრები ჯერ პორტუგალიაში გაემგზავრება, შემდეგ კი 30 მაისს, უემბლიზე პერუს ამხანაგურად შეხვდება. ამის შემდეგ, გუნდი მაიამიში ჰონდურასის და ეკვადორის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

გთავაზობთ ინგლისის ნაკრების შემადგენლობას:

მეკარეები: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ბენ ფოსტერი (ვესტ ბრომვიჩი), ფრეიზერ ფორსტერი (სელტიკი).

მცველები: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ფილ ჟაგიელკა (ინგლისი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლიუკ შოუ (სოუტჰემპტონი), კრის სმოლინგი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ნახევარმცველები: როს ბარკლი (ევერტონი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), ადამ ლალანა (სოუტჰემპტონი), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), ალექს ოქსლეიდ - ჩემბერლენი (არსენალი) რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული), ჯეკ უილშირი (არსენალი).

თავდამსხმელები: რიკი ლამბერტი (სოუტჰემპტონი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი სტარიჯი (ლივერპული), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი).

 

კომენტარები