უკრაინის კრიზისი

ევროპელი დიპლომატები უკრაინას ეროვნული დიალოგისკენ მოუწოდებენ

chooff.fr

უკრაინის კრიზისი დღევანდელ შეხვედრაზე საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს. ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ისინი ყველა მხარესთან მუშაობენ უკრაინაში ეროვნული დიალოგის დაწყებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მიზნით.

"ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ერთმანეთთან - საფრანგეთიც, გერმანიაც, რუსეთიც, უკრაინა და შეერთებული შტატები, უახლოეს დღეებში ვიმუშავებთ იმაზე, რომ უკრაინაში ეროვნული დიალოგი შედგეს, რაც 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვიას უცილებელია. ჩვენ ამ მუშაობას გავაგრძელებთ" - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

ეროვნულ დიალოგში უკრაინაში, რომელიც ეუთოს-ს გეგმის შესაბამისად უნდა გაიმართოს, მონაწილეობის მიღება სეპარატისტებსაც შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ იარაღს დაყრიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მომენტში მთავარი საზრუნავი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებაა.

"მიგვაჩნია, რომ ეუთოს ეგიდით მრგვალი მაგიდის გამართვა საუკეთესო ვარიანტია. რაც უფრო მეტად წარმომადგენლობითი იქნება ეს შეხვედრები, მით უკეთესი. მაგრამ ცხადია, რომ მონაწილეობის მიღება მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვინც დაადასტურებს, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა ძალადობის გარეშე სურს" - თქვა მერკელმა.

კომენტარები