მამუკა ხერხეულიძის დაჭრა

თბილისში მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს. ხერხეულიძე საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს და მას ოპერაცია უტარდება. მწერალს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები