ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას გეგმავს. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს დიდი ხანია აკრიტიკებენ კანონის მიღების პროცესის გაწელვის გამო. შეჯერდნენ თუ არა კანონპროექტთან დაკავშირებულ ყველა სადავო საკითხზე პარლამენტში და როგორ იმუშავებს ის პრაქტიკაში, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებზე - მათ შორის რუსთავი 2 -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბრებთ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელ გედევან ფოფხაძესთან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან.
მეორე ბლოკში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან - ეკა ბოკუჩავასთან (TI), და გიორგი გოცირიძესთან (საია) ვისაუბრებთ ამ ამბებზე ხელისუფლების რეაქციაზე, ჟურნალისტისა და წყაროს დაცულობაზე.
ფოკუსი




