ლიტვის არჩევნები

ლიტვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

bbc.com

ლიტვაში სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ლიტვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 95% დათვლილია.

ლიტვის მოქმედმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ხმების 46% მიიღო, სოციალ-დემოკრატების კანდიდატმა, ევროპარლამენტარმა ზიგმანტას ბალჩიტისმა კი, 14%.

BBC-ს ცნობით, ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები