დონეცკის ოლქში პრორუსი აქტივისტი მოკლეს

pravda.com.ua

დონეცკის ოლქის ქალაქ კრასნოარმეისკში 11 მაისს სრლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქში უკრაინის სამთავრობო ძალების ქვედანაყოფი შევიდა. ძალივნები ქალაქის მერიის შენობასთან მივიდნენ, სადაც მათი გადაადგილებისთვის ხელის შეშლას პრორუსი აქტივისტები შეეცადნენ. ძალოვნებსა და აგრესიულად განწყობილ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც სამთავრობო ძალების მებრძოლებმა ცეცხლი გახსხნეს.

სროლის შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა, ერთი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლთ აღიძრა.

11 მაისს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტებმა დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარეს, რომლის ლეგიტიმურობას არც კიევი და არც საერთაშოროსო თანამეგობრობა აღიარებენ. სეპარატისტთა განცხზადებით, გამოცხადების მაჩვენებელმა „რეფერენდუმზე" 70 პროცენტს გადააჭარბა.

კომენტარები