უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

საფრანგეთი და გერმანია რუსეთს ნეგატიური შედეგების შესახებ აფრთხილებენ

Odd Andersen / AFP

საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში თუ კრემლი განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების წაქეზებას "არალეგალური" რეფერენდუმის წინ,  ეს რუსეთისთვის ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება. დამატებით შედეგებში სავარაუდოდ ოლანდი და მერკელი დამატებით სანქციებს გულისხმობდნენ. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა სტრალსუნდში შეხვედრისას განაცხადეს. 

ამასთანავე მერკელმა მოუწოდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს თავი შეიკავონ სამხედრო ოპერაციებისგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ.  უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო ქმედებების შეწყვეტისკენ ვლადიმერ პუტინმაც მოუწოდა და ეს  წამოიაყენა საპრეზიდენტო არჩევნების მხარდაჭერის პირობად. 

"თუ  25 მაისს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ექნება საერთაშორისო აღიარება, ეს უკრაინის კიდევ უფრო მეტად დესტაბილიზაციას გამოიწვევს" - განაცხადეს, მერკელმა და ოლანდმა.

 

კომენტარები