საოკუპაციო ხაზი

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ რვა საჩხერელი გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან რვა ადამიანი გაიტაცეს. საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის ინგა ზაბახიძის თქმით, გატაცებულების ბედი სავარაუდოდ სასამართლო პროცესის შემდეგ გაირკვევა, რომელიც მისი ინფორმაციით, ცხინვალში გაიმართება.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონიდან 20-მდე ადგილობრივი გაიტაცეს.

ადგილობრივებს იმ ტერიტორიაზე აკავებენ, სადაც ისინი ჯონჯოლის საკრეფად დადიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზთან გახშირებულ გატაცებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა მოწინააღმდეგეს საფუძველი არ მიეცეს, გატაცებები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, ასოცირების ხელმოწერის კონტექსტში გარკვეული დაძაბულობა გამორიცხული არ არის.

"გატაცებებთან დაკავშირებით მუშაობს შს სამინისტრო და, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურად, ვინაიდან გატაცებულთა გათავისუფლება საკმაოდ სწრაფად ხდება. არის ხოლმე, როდესაც შაბათ-კვირა ემთხვევა და საოკუპაციო ტერიტორიაზე ე.წ. სასამართლო არ მუშაობს, ამიტომ ელოდებიან ე.წ. სასამართლოს შეკრებას, რომ მოხდეს დაკავებულთა უკანონო გასამართლება და შემდეგ ხდება მათი გათავისუფლება", - თქვა ზაქარეიშვილმა გუშინ.

კომენტარები