საქართველო-აშშ

ბათუმს ამერიკული ფრეგატი Taylor ეწვია

wikipedia.org

ბათუმში მეგობრული ვიზიტით ამერიკული ფრეგატი Taylor იმყოფება. საზეიმო მთრბას გემოს ბორტზე საქართველოს ეკონომიკის და შინაგან საქმეთა მინისტრები, ასევე აშშ-ს ელჩი საქართველოში ესწრებოდნენ.

ეკონომიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხომალდის ვიზიტი „კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს და აშშ-ს აქვთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები და ამ ურთიერთობებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა რეგიონში სტაბილურობისთვის".

როგორც, თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში როჩარდ ნორლანდმა განაცხადა, „ეს ვიზიტი საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების სურვილს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ქართული საზღვაო ძალების პოტენციალის ამაღლებას, არამედ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ნორმების დაცვასაც უზრუნველყოფს". მისი თქმით, ამერიკული გემის ვიზიტი შესანიშნავი საშუალებაა საქართველოს საზღვაო ძალებისთვის კვალიფიკაცია აიმაღლონ.

კომენტარები