წინასაარჩევნო კამპანია

ნაციონალურმა მოძრაობამ მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

primetimenews.ge

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარობისა და გამგებლობის საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

მთაწმინდაზე ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დათო ავალიანი, ვაკე (ნუცუბიძე, ვაჟა-ფშაველა) - თამაზ შოშიაშვილი, ვაკე (ძირეული ვაკე, ბაგები, წყნეთი) - ბაჩო დოლიძე, საბურთალო (პეკინის ქ., ხილიანი, დოლიძის ქ.) - აკაკი კილასონია. საბურთალო (დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფ. დიღომი) - ქეთი ქოჩორაშვილი, საბურთალო (ვეძისი, კანდელაკი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგის გამზირი, საბურთალოს მარცხენა ნაწილი, პეკინის ნაწილი, გოთუა) - ჯარჯი დოლიძე, კრწანისი - ხათუნა ბერძენიშვილი, ისანი-ავლაბარი - ბესო კვიციანი, ისანი (ნავთლუღი) - დავით კირთაძე, ვაზისუბანი - გოგა ონიანი, სამგორი (მოსკოვის გამზ., აფრიკა) - ჟღენტი დათო, სამგორი (ვარკეთილი 3) - ლევან ხაბეიშვილი, სამგორი, მესამე მასივი - პაატა ქორელი, სამგორი (ვარკეთილის დას., ორხევი, აეროპორტი, წინუბანი, ნასაგური, დიდი ლილო, პატარა ლილო, ლილოს დას.) - ბესო გაზდელიანი, ჩუღურეთი - დავით დაღელაშვილი, დიდუბე - დავით ნაფეტვარიძე, დიდუბე (დიღმის მასივი) - ირაკლი დვალი, ნაძალადევი (ნაძალადევი) - ლამარა გოგინაშვილი, ნაძალადევი (ლოტკინი) - შოთა ქურდაძე, ნაძალადევი (სანზონა) - მამუკა გუგეშაშვილი, ნაძალადევი (თემქა) - ვახო ცაგარეიშვილი, გლდანი (კენტი მკ.) - გიორგი ასიტაშვილი, გლდანი(ავჭალა, ზაჰესი, კონიაკის დას.) - ნოდარ სანდუხაძე, გლდანი (მუხიანი, სამხედრო დას.) - ლექსო თაბუაშვილი, გლდანი (ლუწი მკ. რაიონები) - კახა ბროკიშვილი.

რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" მერობისა და გამგებლობის კანდიდატები იქნებიან: მცხეთა: მერი – გურამ კინწურაშვილი, გამგებელი – ცირა ჯავახიშვილი; ზუგდიდი: მერი – თემურ ბასილაია, გამგებელი – თენგიზ გუნავა; გორი: მერი – არჩილ საბიაშვილი, გამგებელი – კახა ტოლიაშვილი; ამბროლაური: მერი – ოთარ სირაძე; რუსთავი: მერი - მამუკა ჩიქოვანი; თელავი: მერი – ალექსი ძულიაშვილი, გამგებელი – გიორგი ბოტკოველი; ქუთაისი: მერი – გიორგი თევდორაძე; ახალციხე: მერი – გელა დემეტრაძე, გამგებელი – გოჩა გვარამაძე; ოზურგეთი: მერი – ლევან გოგუაძე, გამგებელი – შალვა თავდიშვილი; ბათუმი: მერი – გიორგი დიასამიძე.

კომენტარები