წინასაარჩევნო კამპანია

ბაქრაძე მთავრობას გადასახადების შემცირებას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე დღეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისულებას სიტუაციის გამოსწორების მიზნით წინადადებებით მიმართა.

მისი თქმით, მთავრობამ „უნდა გააგრძელოს ჩვენს მიერ დაწყებული გადასახადების შემცირება და წელსვე შეამციროს საშემოსავლო გადასახადი 15 პროცენტამდე. ამ, გზით მეტი შემოსავალი დარჩება თითოეულ ოჯახში. გააუქმოს აქციზი ნავთობპროდუქტებზე, რითიც ბენზინის ფასები მყისიერად შემცირდება მინიმუმ 25 თეთრით... გამოაცხადოს 5 წლიანი მორატორიუმი ახალი ეკონომიკური რეგულაციების შემოღებაზე".

დღევანდელ ყრილობაზე ნაციონალურმა მოძრაობამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები