აბდულა გიულის ვიზიტი

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას ხვდება. სასახლის ეზოში უკვე გაიმართა აბდულა გიულის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ელჩები, ასევე თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები.

შეხვედრის შემდეგ აბდულა გიული და გიორგი მარგველაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში 5 მაისს ჩამოვიდა და სამმხრივ სამიტს - თბილისის სამიტი 2014 - დაესწრო.

აბდულა გიული პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოდან დღეს გაემგზავრება.

კომენტარები