კრიზისი უკრაინაში

ფაბიუსი: უკრაინის 25 მაისის არჩევნებს ხელი ვერაფერმა ვერ უნდა შეუშალოს

chooff.fr

თუ უკრაინაში 25 მაისისთვის დაგეგმილი არჩევნები ჩაიშალა, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მესამე ეტაპზე გადავა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

"25 მაისის არჩევნები უნდა ჩატარდეს და მას ხელი ვერაფერმა უნდა შეუშალოს. პრეზიდენტი პუტინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ერთადერთი გზა დიალოგი და სიტუაციის დეესკალაციაა. კრიზისის მოგვარებისთვის დიპლომატიის კარი ღია რჩება" - განაცხადა ლორან ფაბიუსმა.

ქალაქ სლავიანსკში უკრაინელმა ძალოვნებმა დღეს დილიდან ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაციის შედეგად ოთხი უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა. 20-ზე მეტი დაშავდა. სეპარატისტებისა და რუსი დივერსანტების მხრიდან, რუსული მედიის ცნობით, მსხვერპლი 20-ს აღწევს, თუმცა ეს დაზუსტებული მონაცემები არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, დივერსანტები ძალოვნებისთვის ჩასაფრებას ცდილობდნენ. ორმხრივი სროლა ტელეცენტრის მიდამოებში დაიწყო, რომელიც უკრაინელ სამხედროებს აქვთ დაკავებული.

კომენტარები