NDI-ის კვლევა

NDI: 48% სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას უმნიშვნელოდ მიიჩნევს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში აქვეყნებს. გამოკითხულთა 73% რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 10%- უმნიშვნელოდ.

79% თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 7%- მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოა.

ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი 24% - სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას მიიჩნევს მნიშვნელოვნად. 48% კი თვლის, რომ ლგბტ პირების უფლებების დაცვა უმნიშვნელოა.

პატიმრების უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად 88% მიიჩნევს.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები