საკონსტიტუციო კომისია

საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის უფლებებზე მსჯელობს

იუსტიციის სახლში საკონსტიტუციო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის უფლებამოსილებების განსაზღვრაა. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები უნდა გამარტივდეს.

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით კი, მოქმედ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ხარვეზები არ არის. ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის შესახებ შესაძლო ცვლილებას მხარს არ დაუჭერს. 

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტებიც ესწრებიან. მათი განცხადებით, მოქმედი მოდელით, პრემიერმინისტრს ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვს.

კომენტარები