თბილისის სამიტი 2014

თბილისის სამიტს თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები დაესწრებიან

„თბილისის სამიტი 2014“ 6 მაისს გაიხსნება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს უმასპინძლებს.

გიორგი მარგველაშვილი, აბდულა გიული და ილჰამ ალიევი ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ. სამიტის ფარგლებში პრეზიდენტები სამმხრივ და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

„თბილისის სამიტი 2014“ საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტისას დაიგეგმა.

კომენტარები