ანტიდისკრიმინაციული კანონი

ბოკერია: სიგიჟეებს ამბობენ, დანაშაულს სექსუალურ ორიენტაციას ადარებენ

ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა ფოკუსში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ კანონის მიღებას ენმ და საპარლამენტო უმცირესობა მხარს უჭერდნენ, თუმცა მიღების პროცესმა გამოაჩინა, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული პრობლემები. ბოკერიას თქმით, სასულიერო პირთა მცირე ნაწილმა მკაფიო სამოქალაქო პოზიცია გამოიჩინა, განსხვავებით უმრავლესობისგან.

"ამ ადამიანთა ერთ ჯგუფს, შესაძლოა გულწრფელად, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის გამართლება, საერთოდ არ სურთ იმ ღირებულებების მიღება, რომ ყველა არის თანასწორი, და რომ ის ადამიანები, ვინც მათი ზნეობრივი შეხედულების მიხედვით, "არასწორად ცხოვრობენ", ამ ადამიანების განხილვა, როგორც სრულფასოვანი ადამიანების, არ შეიძლება. გესმით ხოლმე ალბათ ეს ფრაზები, - სახლში რაც უნდათ ის ქნან, თავში ქვა უხლიათ... სხვათაშორის მმართველი პარტიის დეპუტატებიც ასე საუბრობენ. მერე შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ ამ ხალხის მმართველი გუნტის დეპუტატები და ამბობდნენ, არაფერს არ ვაკანონებთ. ის რაზეც ამდენი ხანი იყო ლაპარაკი, სექსუალურ უმცირესობებზე, ეს კანონიერია მრავალი წელია უკვე საქართველოში და კარგა ხანია საბჭოთა წარსული ჩაბარდა წარსულს" - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ამ კანონის მოწინაარმდეგების ერთ ნაწილს გულწრფელი, თუმცა მისთვის მიუღებელი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მეორე ნაწილი, რომლის მოქმედებებიც უშუალოდ გეოპოლიტიკას უკავშირდება.

"პირდაპირი კავშირი ჩვენს ჩრდილო მეზობელთან, პუტინთან და კრემლთან. ამ კონცეფციის წინ წამოწევა, რომ ევროპა ევროპა, დასავლეთი და თავისუფლება და ეს ღირებულებები, არის საფრთხე ჩვენი იდენტობისთვის, ეროვნული თვითმყოფადობისთვის ოჯახისა და ამ ღირებულებებისთვის. ევროპა არის გახრწნილი, გარყვნილი და სად რჩება მოკავშირე, მოკავშირეები რჩებიან ერთმორწმუნე რუსეთში, სადაც ამ ღირებულებებს იცავენ. მათ შორის კანონებითა და ძალადობით. ეს არის რუსეთის რბილი ძალის ნაწილი" - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით ყველამ, მათ შორის მისთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს გააქტიურება პირდაპირ ჯდება პუტინის ამოცანებში და ეს ძალიან გამჭვირვალედ ხდება.

"ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაზე მეტს აქტიურობენ, აბსოლუტურად უზნეოდ და უსინდისოდ, ვგულისხმობ მაგალითად ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პარტიას, ეს ის ხალხია, რომელიც პუტინთან დადიოდა და რაღაც სიგიჟეეებს და ტყუილებს იგონებენ და მათ შორის ისეთ ქმედებებს, რომლებიც დასჯადია ყველგან, ადარებენ პიროვნულ არჩევანს ან სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც არჩევანი არ არის და პიროვნების იდენტობის ნაწილია. ეს ყველაფერი უკავშირდება არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას და ტექნიკურად მის ხელმოწერას, რომელიც მე იმედი მაქვს მოხდება და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს უფრო გრძელვადიანი ბრძოლაა ღირებულებების წინააღმდეგ”, - განაცხადა ბოკერიამ. 

კომენტარები