ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი

თადუმაძე: კანონპროექტს პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის საბოლოო რედაქციაზე პარლამენტის აპარატი ამ წუთებში მუშაობს, - ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

„კომიტეტის გუშინდელი სხდომის შემდეგ კანონპროექტზე მუშაობა დილის ხუთის ნახევარზე დავამთავრე. პროექტში ის შენიშვნებია ასახული, რომელიც გავითვალისწინეთ“, - აღნიშნავს თადუმაძე.

შალვა თადუმაძის თქმით, მთავრობა თანახმაა, რომ კანონპროექტიდან პრობლემური საკითხი - სფეროების ჩამონათვალი ამოიღოს. გარდა ამისა, როგორც იგი აღნიშნავს, კანონპროექტში რამდენიმე საკითხი დაზუსტდება, რათა ორმაგი წაკითხვის საშუალება არ იყოს.

შალვა თადუმაძის თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები