ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ

კობახიძე: ფარული მოსმენების კანონპროექტის მიღება 15 მაისამდე ვერ მოესწრება

პარლამენტი ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას 15 მაისამდე ვერ მოასწრებს, - ამბობს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

საქმე ის არის, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს არ ატარებს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში 15 მაისიდან 15 ივნისამდე პლენარული სხდომები არ გაიმართება.

„მთავრობის ჩართულობის გარეშე, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ვერ ვიმსჯელებთ. საჭიროა შესაბამისი უწყებების ჩართულობა. ჯგუფი შეიქმნა, მუშაობა მიდის, კანონპროექტს მივიღებთ, მაგრამ ეს 15 მაისამდე ვერ მოესწრება“, - აღნიშნავს კობახიძე.

კამპანიაში “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებენ. 

კომენტარები