მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. წეღან მამაომ ბრძანა, თუ ჩემი უფლება დაირღვევა, ვინ დაიცავსო. დავიცავთ, მამაო, ნამდვილად თქვენს უფლებას, თუ კი ამ კანონის მიღების შემდეგ, თქვენ დაგემუქრებათ რაიმე, იმის გამო, რომ თქვენ იქადაგეთ და თქვით, რომ ეს [ჰომოსექსუალობა] არის ცოდვა. ეკლესიამ უნდა თქვას, რომ ეს [ჰომოსექსუალობა] არის ცოდვა და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეკლესიამ ეს არ თქვას. იმიტომ რომ ეს არის სწორედ რომ ეკლესიის იმ სწავლების, სახარების, ბიბლიის იმ წმიდა წერილების, დანაწესი და თქვენ ეს საქმე უნდა აკეთოთ
tbl.ge/i3s
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ, საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იხილავენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
ამავე თემაზე
- დოკინსი: მე კულტურულად ქრისტიანი ვარ
- მამა პეტრე წერს, რომ საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსმა ცოლი მოიყვანა
- მეუფე ნიკოლოზი: მოსკოვში წავიკითხე მოხსენება – "მამა სერაფიმე როუზის მისიოლოგია"
- სკოლასთან ჰელოუინზე მისულ ბავშვებს მღვდლები სატანას ადარებდნენ და არცხვენდნენ - მშობელი
- მოზამბიკელი მღვდელი, რომელმაც იესოს 40-დღიანი მარხვის გამეორება სცადა შიმშილით გარდაიცვალა