მოლდოვამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა

trm.md

ბიომეტრული პასპორტის მქონე მოლდოვის მოქალაქეებს დღეიდან არ სჭირდებათ მოკლევადიანი ვიზა ევროკავშირის სივრცეში მოგზაურობისთვის. მოლდოვა პირველია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

ევროკომისიის წინადადებას მოლდოველებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ მხარი 3 აპრილს დაუჭირეს.

ევროკომისრის შინაგან საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომის განცხადებით, მოლდოველებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შენგენის ზონაში იმის დემონსტრირებაა, რომ მოლდოვის ხელისუფლების ძალისხმევა დაფასდა.

"შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტი ხელს შეუწყობს ადამიანთა კონტაქტს და ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ კავშირებს ევროკავშირსა და მოლდოვას შორის.
ეს არის ბრწყინვალე მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. ეს არის ჩვენება იმისა, რომ ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება და რეფორმების ეფექტურად გატარება საგრძნობ შედეგებს მოიტანს", - თქვა მალმსტრომმა.

კომენტარები