სერგეი ლავროვი

ლავროვის თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება არ იგეგმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, კიევის ხელისუფლების მსგავსად, საქართველოს წინა ხელისუფლებაც დასავლეთის პროექტი იყო. ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმზე გამოსვლისას ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში ყირიმის სცენარის გამეორება და რუსეთთან მათი შეერთება არ იგეგმება.

"კერძო საუბრებში ევროპელები და ამერიკელები ჯანსაღ შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ როდესაც მათ საჯაროდ ვინმეზე ფსონი დადეს, საჯაროდ უკან დახევა უჭირთ. ისინი უკვე პრინციპის, უფრო სწორედ ცრუ პრინციპის გამო, საკუთარი პროექტის ბოლომდე მიყვანას ცდილობენ. ასე მოხდა საქართველოშიც, სადაც, ხალხისთვის საუბედუროდ, გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. ამერიკელებმა ყველაფერი ჩადეს მასში და ეს მათი გეოპოლიტიკური, ნაწილობრივ ვირტუალური პროექტი იყო. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დემოკრატიის შუქურაა და ვირტუალური პროპექტი რეალურად გადაიქცა, რასაც 2008 წლის აგვისტო მოჰყვა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები