შსს-ს განცხადება

შსს თბილისის სასაფლაოებთან მიმოსვლის მარშრუტებს აქვეყნებს

თბილისში მდებარე სასაფლაოებზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტებს აქვეყნებს:

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა საბჭოს მოედნიდან, ნორიოს აღმართის და მამარდაშვილს ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა წრიული იქნება - აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით.

საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით  იქნება შესაძლებელი. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, თემქის მხრიდან იქნება ნებადართული. სასაფლაოდან წამოსვლა მუხრანის და ხუდადოვის ქუჩებით იქნება შესაძლებელი.

საზოგადო ტრანსპორტი სასაფლაოებთან ამავე მარშრუტებით იმოძრავებს. 

კომენტარები