შსს-ს განცხადება

შსს მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებას ტაბულა უცვლელად გთავაზობთ:

,,სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით,  ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე’’.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­რი­ის პრეს­სპი­კერ­მა ბა­ჩო დო­ლი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ  შპს ჰერ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრო­ვო­კა­ცია. რო­გორც ბა­ჩო დო­ლი­ძე აც­ხა­დებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მე­რი­ას შპს ჰერ­მე­სის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი.

კომენტარები