აღდგომის დღესასწაული

სახალხო დამცველი ყველა ქრისტიანს აღდგომას ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ქრისტიანებს აღდგომას ულოცავს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტიანობის ამ უდიდეს დღესასწაულს, მინდა მივულოცო ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი. სახარების ფურცლებზე მოთხრობილი ეს მოვლენა არის სიბნელეზე სინათლის, ბოროტებაზე სიკეთის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიდებული ხატი, დიდებული ამბავი ქრისტიანთა განკაცებული ღმერთისა, რომელმაც ისტორიის მსვლელობას გეზი შეუცვალა და მთელ მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის, როგორც უმაღლესი ფასეულობის აღიარებას დაედო საწინდრად. გულითადად მინდა შევუერთდე ქრისტეს აღდგომის საერთო ქრისტიანულ სიხარულს და თითოეულ თქვენგანს გისურვოთ დაუსრულებელი სწრაფვა სიხარულისა და ბედნიერებისკენ" - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები