აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილებს აღდგომა მიულოცა

ვახტანგ ყოლბაია
abkhazia.gov.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთიდან დევნილებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრესსამსახური ავრცელებს

ყოლბაიამ პირადად მოინახულა ლილოს დასახლებაში მცხოვრები დევნილები და სააღდგომო საჩუქრები გადასცა. 

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოლბაიამ 17 აპრილს ომში დაღუპულ მეომართა და დევნილ მრავალშვილიან დედებთანაც გამართა შეხვედრა

კომენტარები