სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ბადაშვილი: სააკაშვილის მოქალაქეობრივი ვალი იყო დაკითხვაზე მოსვლა

news.ge

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი აარიდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ბადაშვილმა პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.

"მისი მოქალაქეობრივი ვალი იყო მოწმის სახით დაკითხვა. თუმცა, არაუშავს, გაგრძელდება გამოძიება, არ არის აუცილებელი კონკრეტული მოწმის დაკითხვა, ჩვენ მოვიპოვებთ იმ საკმაო მტკიცებულებებს, რაც მოგვცემს საფუძველს, რომ ობიექტურად ჩავატაროთ გამოძიება" - თქვა ბადაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ ათ საქმესთან დაკავშირებით დაიბარა დაკითხვაზე. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში 28 მარტს, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, როგორც იქამდეც რამდენჯერმე აღნიშნა, საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ს მეშვეობით. ყოფილმა პრეზიდენტმა ამაზეც უარი თქვა, თუმცა, მოგვიანებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენებას SKYPE-ს მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები