ფოკუსი

ანტიდისკრიმინაციული კანონი

საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტ განიხილავს. კანონპროექტი რამდენი ეტაპად მომზადდა, რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უმცირესობებთან ერთად იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის ვერსია მოამზადა თუმცა ახლა პარლამენტი განსხვავებულ ტექსტს განიხილავს. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის, საქართველოში ამ მხრივ არსებული სიტუაციისა და კანონპროექტის შესახებ ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ბლოკში. ჩვენი სტუმრები იყვნენ გედევან ფოფხაძე - ქართული ოცნების კოალიციიდან და ლევან თარხნიშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.
ასევე ორგანიზაცია იდენტობის დირექტორი ირაკლი ვაჭარაძე, ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი და გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის აპარატიდან.
გადაცემის მეორე ნაწილში კი უკვე აგრარული უნივერსიტეტის გარშემო მომხდარ ამბებთან დაკავშირებით რექტორ ლაშა გოცირიძესთან ვისაუბრეთ.

კომენტარები