ანტიდისკრიმინაციული კანონი

ფოფხაძე: ჩემთვის ჩემი რელიგიური კუთვნილება დეპუტატობაზე უფრო მნიშვნელოვანია

pirveliradio.ge

თუ სინოდი მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს მე როგორც მართმადიდებელი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ, ტაბულას ეთერში გადაცემაში ”ფოკუსი” განაცხადა.

მისი თქმით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტში ცუდი არაფერია და პირიქით ადამიანის უფლებების სტანდარტის მაღალ საფეხურზე აყვანას ემსახურება. თუმცა ფოფხაძის თქმით, მისთვის სინოდის, პატრიარქისა და მართმადიდებელი საზოგადოების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.

”თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი დამოკიდებულება მართმადიდებელი ეკლესიისადმი, სინოდისადმი, მართმადიდებლური ღირებულებისადმი ამ ყველაფრის მიმართ მე ვარ ძალიან ფაქიზ დამოკიდებულებაში, ჩემთვის ეს ძალიან ღირებულია. მე არ მინდა ქართულ, მითუმეტეს მართლმადიდებელ საზოგადოებაში გაჩნდეს იმისი განცდა, რომ რაღაც ისეთი კანონის მიღება ხდება, რომელიც თავისი მორალური ღირებულებებით ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. პირიქით მე ვაპირებ დავუსაბუთო და ავუხსნა ნებისმიერს, ვისაც აინტერესებს და აქვს კითხვის ნიშნები, რომ ამ კანონით არავინ ზარალდება. შეიძლება მე ვცდები და ამ კანონით რამე ზარალდება მორალის თვალსაზრისით. მე მგონია რომ პირიქით ამ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით ადამიანების უფლებების სტანდარტს უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს. მაგრამ თუ ვინმე იტყვის, რომ ამით ზარალდება საყოველთაოდ აღიარებული მორალური სტანდარტები, ესეც არის სამართლებრივი კატეგორია და უნდა შევჯერდეთ ამაზე, დასაბუთება ბოლომდე უნდა მოვისმინოთ.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობს პატრიარქი, რას ფიქრობს სინოდი, მართმადიდებელი საზოგადოება. მიმაჩნია რომ საქართველოს ბოლო 17 საუკუნე არის მთლიანად მართმადიდებლურ ღირებულებასთან დაკავშირებული. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი რელიგიური კუთვნილება ვიდრე დეპუტატობა” - განაცხადა ფოფხაძემ. 

 

კომენტარები