საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა

ევროკავშირი მზადაა, ასოცირების ხელშეკრულება დაჩქარებულ ვადებში გააფორმოს

ევროკავშირი მზად არის საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება დაჩქარებულ ვადებში გააფორმოს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უკრაინის თაობაზე ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის დასკვნით დოკუმენტშია საუბარი.

"ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას მოხდეს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოსა და მოლდოვასთან და ელის ასოცირების შეთანხმებაზე დაჩქარებულ ხელმოწერას; ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე ხელმოწერას არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა. ამგვარი ასოცირება და ინტეგრაცია თავსებადია იმ მჭიდრო თანამშრომლობასთან, რასაც საქართველო და მოლდოვა თავიანთ პარტნიორებთან ახორციელებენ. ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ ქვეყნებთან თანმშრომლობის გაღრმავება პოზიტიურად იმოქმედებს მათ სტაბილურობასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაზე, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს. ევროკავშირი საქართველოს და მოლდოვას მოუწოდებს, განაგრძონ რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ ევროკავშირთან ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები