ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ თენგიზ გუნავას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად ასახელებს

 

ზუგდიდში გამართულ აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაცის ხელმძღვანელმა გიგი უგულავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა დაასახელა. ზუგდიდის მერობის კანდიდატი საკრებულოს აპარატის უფროსი თეიმურაზ ბასილაია იქნება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის გელა თოლორაია, ხოლო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი მოქმედი თავმჯდომარე ლევან კონჯარაია იბრძოლებენ.

ზუგდიდში გამართულ აქციას პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ესწრებიან. აქციის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს მათი მოწინააღმდეგები დაუპირისპირდნენ.

კომენტარები