მიუსაფართა თავშესაფარი

ნარმანია: თავშესაფრის პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია მიუსაფართა თავშესაფრის პროექტს განიხილავს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ თქვა, 240 ბენეფიციარისთვის განკუთვნილი თავშესაფრის პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.

მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დიდი ლილოს დასახლებაში საცხოვრებელი სივრცის, კვების ობიექტის და სანიტარული კვანძების მშენებლობა იგეგმება. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ რეგიონებში, როგორც წესი რამდენიმე მიუსაფარი ადამიანია და იქ თავშესაფრის მშენებლობის საჭიროება არ დგას. თუმცა, ნარმანიას თქმით, თბილისის თავშესაფარი იმ ბენეფიციარების მომსახურებასაც შეძლებს, რომლებიც შესაძლოა რეგიონებში იყვნენ და შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა დედაქალაქში გამოგზავნოს. 

კომენტარები