ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავას დაკითხვის დრო შეცვალა

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა დაკითხვაზე თბილისში, 20:30 საათზე დაიბარა, - ამის შესახებ ტაბულას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურში უთხრეს. "გიგი უგულავა თბილისში დაკითხვაზე გამოცხადდება", - აღნიშნავენ პრესსამსახურში. მათივე ცნობით, საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვის დრო არაერთხელ შეცვალა.

დედაქალაქის ყოფილი მერი, თბილისის მერიასა და "სითიპარკს" შორის დადებულ ხელშეკრულების საკითხზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. უგულავა თავდაპირველად დაკითხვაზე დღეს 11:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა ზუგდიდში დაგეგმილი აქციის გამო გიგი უგულავამ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ 13:00 საათზე საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ფილიალში მივიდოდა. 

კომენტარები