ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

საგამოძიებო სამსახური: უგულავა თბილისში არის დაბარებული და უნდა გამოცხადდეს

„გიგი უგულავა თბილისში არის დაბარებული და აქ უნდა გამოცხადდეს. ისე არ არის, როგორც უგულავას უნდა“, - უთხრეს ტაბულას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. იმ შემთხვევაში თუ უგულავა დაკითხვაზე არ გამოცხადდება, საგამოძიებო სამსახური შემდგომი პროცედურების შესახებ განცხადებას გაავრცელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი უგულავა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიასა და "სითიპარკს" შორის დადებულ ხელშეკრულების საკითხზე მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დღეს 11:00 საათზე დაიბარა. თუმცა, უგულავა ზუგდიდში დაგეგმილი აქციის გამო თბილისში დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებსამასთან, გიგი უგულავამ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ 13:00 საათზე საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ფილიალში მივა. "გთხოვთ, ფინანსური პოლიციის ბატონებო მიიღოთ ცნობად", - აღნიშნავს უგულავა. 

კომენტარები