NATO-საქართველო

ნულანდი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე NATO-ში კონსენსუსი არაა

topnews.in

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოსთვის  NATO-ს "წევრობის სამოქმედო გეგმის" (MAP) მინიჭებას, თუმცა ამის თაობაზე ალიანსში კონსენსუსი არ არსებობს. 

„ქართველებმა კარგად იციან, რომ მათ არ აქვთ კონსენსუსი ალიანსში და მათ მუშაობა აქვთ ჩასატარებელი, რათა დაარწმუნონ, კერძოდ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი მოკავშირე, რომ ისინი იმსახურებენ წევრობის სამოქმედო გეგმას... ჩვენ მხარს ვუჭერდით მათ, როდესაც ისინი ამის დასაბუთებას ცალკეული მოკავშირეებისთვის ცდილობდნენ" - განაცხადა ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას.

ნულანდის თქმით საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერება, საქართველოს დაეხმარება ურთიერთობების გააღრმავოს ალიანსის ქვეყნებთან. 

"[ეს] გააღრმავებს მის ურთიერთობებს ბევრ ამ ქვეყანასთან; ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამას დადებითი გავლენა ექნება იმაზე, თუ როგორ შეაფასებენ ისინი არის თუ არა [საქართველო] MAP–ის ღირსი“ - აღნიშნა მან. 

 

კომენტარები