ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა ახალციხის გამგეობის თანამშრომლები დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, ახალციხის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტები რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ასევე დაკავებულია შპს სამცხე XXI-ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსის სახურავების სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს სამცხე XXI. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტებს რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, რომლებმაც შეადგინეს ყალბი მონაცემების ამსახველი სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშაოების აქტები. მათ აქტებზე არ ასახეს შესრულებული სამუშაოს შესახებ რეალური მონაცემები, შესრულებულად აჩვენეს 54 800 ლარის სამუშაოები, ხოლო ფაქტობრივად კი, საწარმოს დირექტორმა გიორგი ქასრაშვილმა მიითვისა 33 400 ლარი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 341 და 182-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 11 წლამდე.

კომენტარები