რელიგია

ჰარვარდის უნივერსიტეტი: სახარება ქრისტეს ცოლისგან - ნაყალბევი არ არის

სახარება ქრისტეს ცოლისგან
huffingtonpost.com

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, 2012 წლის სექტემბერში აღმოჩენილი პაპირუსის ფრაგმენტი, რომელზეც წერია: „და უთხრა ქრისტემ მათ: ჩემი ცოლი, ის იქნება ჩემი მოწაფე” - ნაყალბევი არ არის. პაპირუსის ფრაგმენტს აღმოჩენისთანავე შეარქვეს ”სახარება ქრისტეს ცოლისგან”. 

პაპირუსი ჰარვარდის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა კარენ კინგმა იპოვა. ორწლიანი ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის მეექვსე საუკუნიდან მეცხრე საუკუნემდე უნდა შექმნილიყო, მეტიც, არსებობს მოსაზრება, რომ ის მეოთხე საუკუნით უნდა დათარიღდეს.

კინგი აღნიშნავს, რომ ნაპოვნი პაპირუსი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი უძველესი ტექსტია, სადაც ქრისტე საკუთარ ცოლზე საუბრობს. თუმცა დოკუმენტი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ქრისტიანთა რელიგიის დამაარსებელი, როგორც ისტორიული პერსონა, დაქორწინებული იყო. აღნიშნული ფრაგმენტი ადასტურებს, რომ პირველათასწლეულის ქრისტიანთა ნაწილი ქრისტეს ოჯახურ მდგომარეობაზე დავობდა.

პაპირუსის ფრაგმენტი 33 სიტყვისგან შედგება, რომლებიც 14 არასრულ ხაზზეა დაწერილი, რაც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

კომენტარები