ალექსანდრე ჭიკაიძის ინტერვიუ

ჭიკაიძე: ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს. პრაიმტაიმნიუსის ცნობით, ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. ჭიკაიძის თქმით, ის, რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე. მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოში არ შეიმჩნევა.

"პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც", - აცხადებს პრაიმტაიმთან ინტერვიუში შს მინისტრი და აღნიშნავს, რომ იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება". 

მსგავს სცენარზე ასავალ-დასავალთან ინტერვიუში გასულ კვირას საუბრობდა მედიაკავშირ ობიექტივის ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი. მან გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსალოდნელი არეულობის შესახებ ხელისუფლებას უკვე შეატყობინა.

კომენტარები