თათუხაშვილის საქმე

თათუხაშვილთან ერთად დაკავებული ასლამაზიშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს

დღევანდელ ბრიფინგზე, შალვა თათუხაშვილთან ერთად დაკავებულმა გიორგი ასლამაზიშვილმა 18 მარტს ლილოს ტერიტორიაზე მისი და შალვა თათუხაშვილის დაკავება გაიხსენა.

"გვიანი იყო, როდესაც ჩემი შვილის ნათლია შალვა თათუხაშვილი დავინახე. იგი ძალიან უცნაურ ფორმაში იყო. პარიკი ეკეთა. ვკითხე, რა ხდება-მეთქი და მან მიპასუხა - ახლა ვერ დაგელაპარაკები და წამოდი სადმე წავიდეთო. გავაჩერეთ ტაქსი და წავედით თბილისში, სადაც დაგვაკავეს. როგორც კი კლუბში შევედით და საუბარი უნდა დაგვეწყო, უცბად ხალხი შემოვარდა და დაგვაკავეს. შემდეგ გადაგვიყვანეს განყოფილებაში ცალ-ცალკე. მოვითხოვე ზარის უფლება, მაგრამ არ დამარეკინეს. მაშინ მოვითხოვე ჩემ მეგობარს ვნახავ-მეთქი და არ მანახეს. დაკავების მიზეზი რომ მოვიკითხე, არ მითხრეს", - აღნიშნა გიორგი ასლამაზიშვილმა.

კომენტარები