ვენეციელი სეპარატისტები

იტალიის პოლიციამ 24 ადამიანი თვითნაკეთი ტანკის დამზადების ფაქტზე დააკავა

AP

იტალიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 24 პიროვნება დააკავა, რომლებიც, სამართალდამცველების ვერსიით, ვენეციის სეპარატისტული დაჯგუფების წევრები არიან. ისინი დანაშაულის ფაქტზე აიყვანეს, როდესაც საიდუმლო საამქროში ბულდოზერის ჯავშანმანქანად  გადაკეთებას ცდილობდნენ. პოლიციის განცხადებით, თვითნაკეთი ტანკი სან-მარკოს მოედანზე დაგეგმილი არეულობების დროს უნდა გამოეყენებინათ.

დაჯგუფება, რომელშიც ლომბარდიის, სარდინიისა და ვენეტოს მცხოვრებლები შედიოდნენ, ვენეციაში შეიარაღებულ გამოსვლას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადებას გეგმავდა. 

გასულ თვეს ჩატარებულ  ე. წ. ელექტრონულ რეფერენდუმზე ვენეციის მცხოვრებთა უმრავლესობამ იტალიისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. 

კომენტარები